Sunday, May 3, 2015

ჩემი პორტფოლიო

             21-ე საუკუნეში აქტუალურია პროექტებით სწავლება. მოსწავლე საწავლობს თავისი საქ მიანობის დაგეგმვას და მონიტორინგს. უვითარდება შემოქმედებითი უნარები. იმისთვის, რომ უკეთ დავგეგმო და წარვმართო სასწავლო პროცესი დახმარება გამიწია ინტელის სასწავლო პროგრამის ძირითადმა კურსმა.ტრენინგმა სავსებით გაამართლა ჩემი მოლოდინები. მადლობა ტრენერს გაწეული სამსახურისთვის.

Saturday, May 2, 2015

მერვე დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციის შესახებ. მისი როლი მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობის პროცესში. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები წყვილებში. მივეცით რჩევა და გავუკეთეთ კომენტარები.

Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მე-7 დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ჩამოვაყალიბეთ პროცედურები, რომლის განხილვასაც ვაპირებთ პროექტზე მუშაობისას.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების ნიმუშები. ვისწავლეთ დაკვირვების შედეგების წარმოდგენა ცხრილის სახით. ცხრილში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით დიაგრამის აგება.

Sunday, April 19, 2015

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ წყვილებში ერთმანეთის პროექტები. გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. ყურადღება გავამახვილეთ დადებით მხარეებზე; მივეცით რჩევები პროექტში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ დავამყარეთ უკუკავშირი. მოვაწყეთ პრეზენტაცია და გამოვავლინეთ საუკეთესო პრეზენტაციის ავტორები.

Saturday, April 18, 2015

სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია შეფასების მეთოდების სწორი ორგანიზება. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, სტრატეგიები. ინსტრუმენტები.  საინტერესო და სახალისოც  კი იყო პროცესი. შეფასებას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. შევიმუშავეთ შფასების დროში გაწერილი გეგმაც. თემის აქტუალურობის  გამო ყველა აქტიურად ვიყავით ჩართული. გავიგე ბევრი ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეფასების პროცესს გამიადვილებს და დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში.
პროექტს  დადებით მნიშვნელობა აქვს  სასწავლო პროცესში. ის ხელს უწყობს მეტაკოგნეციას. ავირჩიე პროექტის თემა, განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მიზნები, 21 საუკუნის რა უნარები განუვითარდებათ ამ პროექტით, რომელ სტანდარტებზე გავალ, სათითაოდ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მიხარია რომ ვხვდები თანდათან პროექტის წარმართვის უკეთეს წესებს და გასაგები ხდება მისი განხორციელება რაც მთავარია რა მხარე წარმოვაჩინო რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას.